საზოგადოების დაშინება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მეთოდებით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, განიხილება, როგორც წამება და არაადამიანური მოპყრობა - არჩევნებთან დაკავშირებით მშვიდობიან მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტებს „ემპათია“ კრიმინალურ ქმედებად მიიჩნევს და მოუწოდებს ხელისუფლებას, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება და ძალადობის პრევენცია. თავის მხრივ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი მზად არის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი ძალადობის მსხვერპლს დახმარება აღმოუჩინოს.
„ამგვარი ნიშნები უკვე არსებობს და ჩვენ ვნახეთ, რომ ზუგდიდში არის უკვე ასეთი დაძაბული მდგომარეობა. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რათა მოახდინოს ამისი დაუყოვნებლივ პრევენცია, ჩვენ მოვახდენთ დოკუმენტირებას ყველა ძალადობრივი ფაქტის, იქნება ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა თუ ფიზიკური ზეწოლა,“ -ამბობს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.
მასალის გამოყენების პირობები






