ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - გეგა შენგელიას შტაბის ხელმძღვანელი ისევ ოპოზიციას ადანაშაულებს
პოლიტიკა - 19:28, 15 May, 2019     808
ზუგდიდში დღეს განვითარებულ მოვლენებს პარტია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა. იმ ფაქტს, რომ საკრებულოში წერილის ჩასაბარებლად მისული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედია საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს, ჩიქოვანი ისევ ოპოზიციას აბრალებს და აცხადებს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომელსაც ოპოზიციური პარტია ზუგდიდში ჩაყვანილი ხალხის მეშვეობით ახორციელებს:


„ის რაც დღეს ზუგდიდში მოხდა არის ამაზრზენი და არის ზუგდიდის მაცხოვრებლების შეურაცხყოფა. ნაციონალური მოძრაობა ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და აქ მცხოვრები ადამიანების შეურაცხყოფას ჩამოყვანილი ხალხით. საარჩევნო პროცესის წარმოაება ყველას თავისუფლად და მშვიდად შეუძლია, ამისთვის არის ყველანაირი შესაძლებლობა, მათ შეუძლიათ მიმართონ საკრებულოსაც, პოლიციასაც, გამგეობასაც და საოლქო კომისიასაც, ამაში ხელს არავინ არ უშლის, მათი პრობლემა ისაა, რომ მათ სურთ ყველა ასეთი ფაქტიდან გამოიყვანონ პროვოკაცია და შექმნან უაზრო აურზაური. ნაციონალურ მოძრაობას ეს აქ არ გაუვა, დაიღალა ეს ქალაქი, რომ ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდიდან ქმნის გამოსაცდელ პოლიგონს. ეს ერთხელ და სამუდამოდ დამტავრდება 19 მაისს. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, აბსოლუტურად ყველა ფაქტზე მიმართული გვაქვს სამართალდამცევებისთვის, ყველა ფაქტზე ან დაწყებულია გამოძიება ან დაკავებულები არიან ადამიანები. მე მივმართავ შსს-ს რომ გამოიყენოს ყველა მისი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ზუგდიდში შეინარჩუნოს მშვიდობა. ასევე მივმართავ ყველა ჩვენ მხარდამჭერს და პირდაპირ ვეუბნები, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყიოს პროვოკაცია, მიმართეთ სამართალდამცავებს. მხოლოდ რამდენიმე დღე დაგვრჩა რომ ესენი ავიტანოთ ჩვენს ქალაქში, 19 მაისს ეს ყველაფერი დასრულდება.“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატის, „ოცნების“ წევრის გია დანელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, ჩიქოვანმა განაცხადა, რომ გამოძიება რასაც დაადგენს იმის შესაბამისი იქნება გადაწყვეტილება. შეგახსენებთ მედიაში სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ გია დანელია არჩევნებში გასამარჯვებლად ნეისმიერი ხერხის გამოყენებაზე, მათ შორის ადამიანებ ის გატაცებაზეც საუბრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42