„ჩვენ დღეს მივიღეთ პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რატომ გაათავისუფლეს ეკონომიკის მინისტრი" - ოპოზიცია ქობულიას გამოსვლას აფასებს
პოლიტიკა - 18:50, 15 May, 2019     827
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია, პარლამენტში დეპუტატებს შეხვდა.კანონმდებლები მთავრობის ყოფილი წევრისგან ითხოვდნენ კითხვებზე პასუხის მიღებას, თუ რატომ გადააყენეს ის დაკავებული თანამდებობიდან.

ოპოზიციის თქმით, გიორგი ქობულიასგან მიიღეს პასუხი, რომ ის იმის გამო გაათავისუფლეს, რომ არ დაემორჩილა არაფორმალური მმართველობის წესებს და ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა.

„ჩვენ დღეს მივიღეთ პასუხი მთავარ კითხვაზე, თუ რატომ გაათავისუფლეს ეკონომიკის მინისტრი, ბატონი გიორგი ქობულია. ის მოხსნეს იმის გამო, რომ არ დაემორჩილა ქვეყანაში არსებულ არაფორმალური მმართველობის წესებს, რომ იგი გაათავისუფლა ბიძინა ივანიშვილმა. ამ გათავისუფლების პროცესში შუამავალი იყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვერ იღებდა გადაწყვეტილებას და წარმოუდგენელია, რომ მას ეკონომიკის მინისტრი მოეხსნა მისი ზარზეიმით მოწვევიდან 8 თვის თავზე. მთავარი პრობლემა, რაც მან ახსენა, არის ის, რომ ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც იყო სასარგებლო ქვეყნისთვის, არ ხორციელდებოდა კერძო თუ პოლიტიკური მიზეზების გამო,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს გიორგი ქობულიას განცხადებაზე, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს არის გზის გახსნა კორუფციისა და ნეპოტიზმისთვის.

„ის, რომ კორუფციისკენ და დისფუნქციონირებისკენ გრძელდება ვარდნა, რომ გადაწყვეტილებები არ მიიღება, მან კარგი მაგალითი მოიყვანა, რომ ის წესი, რომ სწრაფად უნდა გასცე პასუხი რეგლამენტით, იქნა მოშლილი. ეს არის გზის გახსნა კორუფციისთვის, ნეპოტიზმისთვის, ჩაწყობისთვის, ან დისფუნქციონირებისთვის. ეს ყველაფერი ერთად ანგრევს საქართველოს ეკონომიკას,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42