თბილისის მუზეუმების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:35, 15 May, 2019     794

თბილისის მუზეუმების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის მუზეუმების გაერთიანება შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს. მუზეუმში დაცული მემორიალური ნივთები 2016 წლიდან გადატანილია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დაცულ ფონდში, მერიის კულტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზე და დალუქულია საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად. შენობა გამარჯვებულ კომპანიას გუშინ გადაეცა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, შესაბამისად, ის დაიცალა ძველი სტენდებისგანაც.

პროექტით გათვალისწინებულია ძეგლის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ სრულად იქნება დაცული როგორც ძეგლის არქიტექტურული თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები. ასევე, შენარჩუნებული იქნება ავთენტური კედელი და საბუხრე. პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებას.

სამუშაოები უნდა დასრულდეს 4 თვეში და მისი ღირებულებაა 125 821 ლარი. რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობას გაუწევს პროექტით ავტორთა ჯგუფი და თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ფონდებისა და კოლექციების სამსახური" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42