დავით საგანელიძემ PABSEC-ის საკომიტეტო სხდომებში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 16:31, 15 May, 2019     582

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბათუმში გამართულ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კომიტეტების სხდომებში მონაწილეობს. დავით საგანელიძე სამუშაო სხდომებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტებში ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით ესწრება.

PABSEC-ის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა, ასევე, ეკონომიკურ, სავაჭრო, ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის კომიტეტებზე დელეგატები მსჯელობენ თემებზე: „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“, ასევე, ,,სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი დემოკრატიის განმტკიცებაში".

„PABSEC-ის საკომიტეტო სხდომის ფორმატში, განვიხილეთ საქართველოსთან, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მყოფ ქვეყნასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. აგრეთვე, ისეთი სექტორების განვითარების ხელშეწყობა, როგორებიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და სხვა ეკონომიკური მიმართულებები. ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონში სტაბილურობის განმტკიცება და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტებში საქართველოს როლის გაზრდა“, განაცხადა დავით საგანელიძემ მედიასთან კომენტირებისას.

PABSEC-ის სხდომაზე დელეგატებმა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარებასა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზების ჰარმონიზაციის შესახებ იმსჯელეს. ასევე, ხაზი გაესვა წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების პერსპექტივებს.

ორი დღის განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი მსჯელობს. კომიტეტების ხსდომებში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ დანელიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42