19 მაისის შუალედური არჩევნები და დაძაბულობა ზუგდიდში – არსებულ ვითარებას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, დომინოს ეფექტი ექნება, ამიტომ მაქსიმალურად ეცდებიან მათმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.
იმ შემთხვევაში თუ „ართული ოცნება“ მსგავს მეთოდებს ხელწერად გაიხდის, 2020 წლის არჩევნებისთვის ვითარება შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს:
„ისინი ფიქრობენ, რომ რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში, რომლის შანსებიც საკმაოდ მაღალია, ამას ექნება დომინოს პრინციპი და ამიტომაც ყველანაირად ეცდებიან, რომ ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენელმა გაიმარჯვოს მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს თუ არის რეპეტიცია 2020 წლის არჩევნების, 2020 წელს ამ მეთოდებით „ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს. თუ „ოცნება“ აპირებს, რომ ეს მეთოდები ხელწერად გაიხადოს 2020 წლისთვის, ეს უკვე ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს,“-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






