თბილისში ფიჭვების დაავადებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა ახალი მიდგომით იწყება
პოლიტიკა - 13:10, 15 May, 2019     629

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ფიჭვების დაავადებისა და მავნებლების აღმოსაფხვრელად ბრძოლას განაგრძობს, რაც ხე-მცენარეების წამლობას და ფოტო-სანიტარიულ ჭრას გულისხმობს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქალაქში არსებული ფიჭვების 90% უმძიმეს მდგომარეობაშია.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ის დაავადება, რომელიც ამ ფიჭვებს აქვთ, გადამდებია. ეს სერიოზული პრობლემაა და მგონია, რომ მხოლოდ თბილისს არ ეხება, რადგან სხვადასხვა რეგიონშიც გვაქვს ანალოგიური პრობლემა“, - განაცხადა კახა კალაძემ და გამხმარი, დაავადებული ფიჭვების ფოტოებიც წარმოადგინა.

თბილისის მერმა განმარტა, რომ დაავადებულ მცენარეს გარეგნულად არაფერი ეტყობა, თუმცა ქერქის შიგნით პარაზიტების თვალსაზრისით, უმძიმესი მდგომარეობაა.

დედაქალაქში ფიტო-სანიტარიული ჭრების პროცესის მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია საზოგადოებას მერის მოადგილე მაია ბითაძემ მიაწოდა.

„მდგომარეობა ძალიან მძიმეა. პრობლემა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში დგას. ეს დაავადება 1990-იანი წლებიდან გავრცელდა, თუმცა სამწუხაროდ, არასწორი პრეპარატების გამოყენება და შეწამვლა ხდებოდა, ტარდებოდა სოკოს საწინააღმდეგო ღონისძიებები, რაც აბსოლუტურად არაეფექტური იყო. ეს დადასტურდა იმ კვლევებით, რომელიც ჩვენმა ესპანელმა პარტნიორებმა გაგვიკეთეს. შესაბამისად, მთლიანად ვცვლით დამოკიდებულებას. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის უპრეცედენტო შესყიდვას ვიწყებთ უახლოეს დღებში, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში, ფიტო-სანიტარიული ღონისძიებების თვალსაზრისით, სრულიად ახლებურ მეთოდებს დაამკვიდრებს. მთელი თბილისის ურბანული გარემო ფიჭვების კუთხით უკვე დაყოფილია რამდენიმე უბნად. ყველაზე მთავარია, რომ ადგილებზე განვათავსოთ ფერომონები და დაავადება ვმართოთ. არსებული დაავადებული ხეები მთლიანად ამოღებული იქნება გარემოდან, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დაავადების გავრცელების მარშრუტი დავადგინოთ, რისი რესურსიც სამწუხაროდ, არათუ თბილისს, ქვეყანას არ აქვს. შემოგვაქვს მკურნალობის ახალი საშუალებები - ინექციები, რომელიც საქართველოში ჯერ არ გამოყენებულა. ვფიქრობ, რომ ის სამწლიანი შესყიდვის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ამ პრობლემას არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ჭრები, ასევე, დარგვის ღონისძიებები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

აქვე, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა ქალაქისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

მისივე თქმით, მერიის მიერ დაწყებული პროექტის განხორციელების შედეგად, ის ფიჭვები, რომელთა წამლობაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, გადარჩება, ხოლო დაავადებული ხეები მოიჭრება, რათა სხვა, ჯანსაღი ნარგავებიც არ დააზიანოს. მერმა ასევე განმარტა, რომ ჭრების პარალელურად, დედაქალაქში ახალი ხეები დაირგვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42