ე.წ. წითელი ბაღი დღეს საზეიმოდ გაიხსნება
პოლიტიკა - 13:07, 15 May, 2019     561

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი,ე.წ. წითელი ბაღი დღეს საზეიმოდ გაიხსნება, -ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ.

„ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკისრეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და სამუშაოები უკვე დასრულებულია. გუშინ პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე და რეაბილიტირებული პარკი დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, ემოციებს ვერ ვმალავ, ისეთი ლამაზი გამოვიდა. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის ორი საბავშვო მოედანი მოეწყო, ძაღლებისთვის გამოყოფილია კონკრეტული ადგილები. ასევე, არის სასეირნო და სარბენი ბილიკები. ყოველ საღამოს, რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ, პარკი სავსეა სხვადასხვა ასაკის ადამიანებით - სეირნობენ, დარბიან ან ბავშვებს ასეირნებენ. ეს გარემო, სიტუაცია მართლაც ულამაზესია. ასეთი თბილისი, ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული იქნება თავისი ინფრასტრუქტურით. მჯერა, რომ ჩვენი შრომით, ძალისხმევით ამას მივაღწევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კომპანია „აქსისს“ მადლობა გადაუხადა, რომელმაც ერთი საბავშვო მოედნის მოწყობის სამუშაოები დააფინანსა. კახა კალაძემ ასევე, მადლობა გადაუხადა „ვითიბი ბანკს“, რომელიც პარკში დაგეგმილი ღონისძიების პარტნიორია.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პარკი საზეიმოდ დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება. ასევე,გაიმართებასტეფანე მღებრიშვილისკონცერტი. ამასთან, ღონისძიების სპეციალური სტუმარინანი ბრეგვაძე იქნება.

კახა კალაძემ დედაქალაქში სხვა პარკების რეაბილიტაციის პროექტების შესახებაც ისაუბრა.

„სწორედ ასეთი პარკების მოწყობა გვსურს ქალაქში. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული. ეს არის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, უახლოეს პერიოდში კი ვაკის პარკზე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ასევე, ვიწყებთ დიღმის ჭალების 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი პარკის გაშენებას. ჩვენი მთავარი გამოწვევა არსებული ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება და მოწესრიგებაა. სწორედ ასეთი პროექტებითაა ეს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გოძიაშვილის სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 2,5 მილიონილარიშეადგინა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42