თბილისის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მეტროს 40 ახალ ვაგონს შეისყიდის
პოლიტიკა - 12:39, 15 May, 2019     637

დედაქალაქის მერია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 40 სრულიად ახალ, თანამედროვე, ევროპული ტიპის ვაგონებს შეისყიდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მანაღნიშნა, მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დედაქალაქის მოქმედი მთავრობისთვის ერთ-ერთმთავარპრიორიტეტს წარმოადგენს, რადგანაც მხოლოდ2018-2019 წლებში, ამ მიმართულებით გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 100 მილიონ ლარზე მეტია.

„სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრის დროს არ შემიძლია, არ შევეხო მეტროში არსებულ მდგომარეობას. მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის მიზნით, 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ. განახლდება ძალოვანი კაბელი, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემები. პროექტის ფარგლებში, ჩვენ რვა ახალი შემადგენლობა გვყავს დამატებული დასექტემბრისთვისკიდევ ოთხი შემადგენლობა დაემატება, თუმცა „მეტროპოლიტენში“ დღეს 1975 წელს წარმოებული, დაახლოებით, 52 ვაგონიმოძრაობს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე წელიწადში გაუვა და მოდერნიზებას აღარ დაექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროულად უნდა ვიზრუნოთ ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ვაფორმებთ ხელშეკრულებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანიასთან,რომელმაც თავისი კრიტერიუმებით, ტექნიკური წინადადებები უნდა მოგვიმზადოს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი ვაგონების შესყიდვა. მხედველობაში მაქვს ევროპული, მაღალი სტანდარტის მქონე მეტროს ვაგონების შესყიდვა.ამ თემაზე პირადად მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, 2020-2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი ჯამში, 40 ახალ ვაგონს შეისყიდის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მეტროსადგურების სრული რეაბილიტაციის გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომსადგურების რეაბილიტაციის დაწყებამდე, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა საჭირო კვლევა ჩატარდება.

„მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლა მიმდინარეობს. ამის შემდეგ დეტალური პროექტირებამოხდება. ვიცით, რომ ეს დროში ცოტა გახანგრძლივდა, თუმცა იმისთვის, რომ არ მივიღოთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“მსგავსი შემთხვევა, საფუძვლიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო.შესაბამისად, ჩვენ მიერ ხდება თანმიმდევრულად და სწორად მოქმედება - სადგურების კონსტრუქციული ელემენტების მდგრადობის შესწავლა. ამის შემდეგ მოხდება პროექტირება და სამუშაოებიშესრულდება. თითოეულ ეტაპზე,საექსპერტო სამუშაოებიჩატარდება. ეს კი გარკვეულ დროსთან და დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტის რეაბილიტაციის დროს, შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მივყვებით, როგორც წესი და თანმიმდევრობა იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42