"მიღებული აქვთ დირექტივა, რომ გაიტაცონ არჩევნების დროს ის ხალხი, ვინც მათ არ ემორჩილება" - ნიკა მელია ზუგდიდში საარჩევნო ტერორზე
პოლიტიკა - 13:03, 15 May, 2019     905
ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა. ნიკა მელიას თქმით, გავრცელებული ჩანაწერიდან ნათელი გახდა, რომ მმართველ გუნდში არსებობს დირექტივა, თუ შანტაჟი და საარჩევნოდ ამომრჩევლების დაშინება შედეგს ვერ გაოიღებს, არჩევნების დროს ის ხალხი გაიტაცონ, ვინც მათ არ ემორჩილება. ნიკა მელია აუცილებლად მიიჩნევს, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრ გია დანელიას გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს.


„ქართული ოცნების დეპუტატი, მხილებულია დანაშაულის ჩადენის მცდელობაში, რასაც ქვია ხალხის გატაცება. ქართული ოცნების ოფისში დაიგეგმა საარჩევნო ტერორი, დაშინება, შანტაჟი და ეს თუ არ იქნება წარმატებული, მაშინ მათ მიღებული აქვთ დირექტივა, რომ გაიტაცონ არჩევნების დროს ის ხალხი, ვინც მათ არ ემორჩილება. ამ ყველაფერს ახმოვანებს ბატონი დანელია, იგი უნდა გადადგეს, როგორც მინიმუმ შეუწყვიტონ უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. ასევე აუცილებელია ყველა იმ მოძალადის დაკავება, ვინც გუშინ იძალადა, მათ შორის ასაკოვან ხალხზე.“- განაცხადა ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ გეგა შენგელიას მიმართა და მოუწოდა, რომ ან ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განხორციელებული ძალადობის და შანტაჟის ფაქტები დაგმოს, ან აღიაროს, რომ სწორედ ასეთი ძალადობრივია მისი საარჩევნო კამპანია. მელიას თქმით, შენგელიას დუმილი სწორედ ამას ამტკიცებს:

გეგა შენგელიას მივმართავ, ძალიან ვწუხვარ რომ ის გახდა დანაშაულებრივი მექანიზმის ჭანჭიკი. მე მოვუწოდებდი მას, ან გამო ვიდეს და დაგმოს გუშინდელი ძალადობა და დანელიას მიერ ადამიანების გატაცების მცდელობა, რაც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, ან გამოვიდეს და თქვას, რომ მე ასეთი ვარ და ეს არის ჩემი კამპანია. დუმილი ნიშნავს, რომ ბატონი შენგელია არის ის რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ.“- განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42