ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყება
პოლიტიკა - 12:31, 15 May, 2019     845

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირიც ნაწილობრივ ჩაიკეტება, რომ მოსახლეობას და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებისას პრობლემა არ შეექმნას.

„ჩვენი წლევანდელი ბიუჯეტი განსაკუთრებულია და საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. თვის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას დავიწყებთ, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც კომპანია „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერთან“ ამ პროექტზე საუბარი გვქონდა,აღინიშნა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციებიისეთმდგომარეობაშია, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს. არის მონაკვეთები, რომლებიც ჩავარდნილია, მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა და ეს ყველაფერი მიწისქვეშა კომუნიკაციების ბრალია, რომლის რეაბილიტაციაც აქამდე არ განხორციელებულა.გვესმის, თუ რამდენად რთული იქნება ამ გამზირის გადაკეტვა.შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტი ეტაპობრივად განვახორციელოთ, რათა ქალაქის პარალიზებაარ გამოიწვიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან„პიქსელის“ შენობამდე მონაკვეთი ჩაიკეტება, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მიწისქვეშა კომუნიკაციების პარალელურად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, გამზირის მოწესრიგების სამუშაოებს განახორციელებს.

„კომპანია „ჯორჯიანუოეთერ ენდფაუერს“ ჩამოყვანილი ჰყავს გერმანელი ექსპერტები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობას ზედამხედველობას გაუწევენ. პარალელურად, ჩვენი საქალაქო სამსახური კონტრაქტორთან ერთად, გამზირის მთლიანად მოწესრიგებასდაიწყებს. ეს არისსაფეხმავლო ბილიკების მოწყობა, გარე განათების ქსელის შეცვლა, LED განათებების დამონტაჟება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშგანთავსება, გამწვანების სამუშაოების ჩატარება. განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული გამზირი გვექნება, რომელზეც შესაბამისისაავტობუსოზოლები განთავსდება, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველაზე სწრაფად იმოძრაოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომანქანების გადაადგილების შესახებ მოსახლეობას სრული ინფორმაციაექნება.

„დაახლოებით,2.5 კილომეტრი სიგრძის გამზირია. მაქსიმალურად შევეცდებით, ავტომობილებს და საზოგადოებრივტრანსპორტს პრობლემები არ შევუქმნათ. სანამ უშუალოდ სამუშაოები დაიწყება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია გვექნება. მძღოლებს და მოსახლეობას სრულ ინფორმაციას მივაწვდით, თუ როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და როგორ იქნება შესაძლებელი ავტომობილებით გადაადგილება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42