"არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია" - ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებას უარყოფს
პოლიტიკა - 12:19, 15 May, 2019     833
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, მას კანონი არ დაურღვევია და საარჩევნო ინვენტარი და სიები მან კანონის სრული დაცვით გასცა.


„მე არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია. მიღება-ჩაბარების აქტით ეტაპობრივად გაიცემა გარკვეული ტიპის დოკუმენტიაც და ინვენტარი, ვინაიდან, მოგეხსენებათ 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია არის მრავალრიცხოვანი უბნებისგან შემდგარი. ამიტომ ერთი დღის განმავლობაში შეუძლებელია დოკუმენტის და ინვენტარის ერთდროულად გაცემა. ამიტომ ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტით ვაძლევთ ხელმძღვანელ პირებს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, დალუქვის წესი, ეს არის მოთავსდეს კონვერტში, გადაწეპვის ზოლზე დაისვას საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი და ხელი მოწერილი იქნას ხელმძღვანელი პირის მიერ. ასევე ის ბეჭდის რეკვიზიტები ყველა დატანებული იყო იმ კონვერტზე, სადაც იყო მოთავსებული ის ბეჭედი. შეგვიძლია დაგანახოთ სარეგისტრაციო ჟურნალი სადაც გატარებულია თითოეული უბნის ბეჭდის კოდი შესაბამისად რეგისტრატურის ბეჭდის კოდები, ვინ რომელი უბანი, რომელი ბეჭდის ნომრებით იმუშავებს. ეს ყველაფერი იყო კანონის შესაბამისად დაცული კანონმდებლობის შესაბამისად. არც სიების გატანასთან დაკავშირებით დამირღვევია კანონი, ვინაიდან არაუგვიანეს ორი დღისა გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია ამ სამაგიდე სიებს“- განაცხადა მირანდა მესხმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ საოლქო კომისიიდან სიების გატანის ფაქტი გუშინ დააფიქსირა, სიები საოლქო კომისიაში მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ოპოზიციამ, ხელისუფლების მიერ, არჩევნების ორგანიზებულად გაყალბების გეგმაზე საუბარი დაიწყო და ეს ფაქტი, საარჩევო კომისიაში გააპროტესტა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, ოპოზიცია აქციას მართავს, საპროტესტო აქციის მონაწილეების საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42