იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 10:50, 15 May, 2019     738
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა 2017 წელს საბჭოს წევრობის კანდიდატად მის წარმდგენ ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.


„ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ა(ა)იპ ფონდ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს, რომელმაც 2017 წელს წარმადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტის წინაშე, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის გამოცხადებამდე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მე საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ფარგლებში, საქართველოს პარამენტში წარვადგინე სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც აღნიშნულ პერიოდში წარმოებდა სასამართლოში. გარდა ამისა არსებობს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ სხვა საქმეებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებიც, რომლებიც განხილული იყო სხვადასხვა სასამართლოში და რომელშიც ჩემი წარმდგენი სუბიექტი მონაწილეობდა კანონით გათვალისწინებული წესით.

გარდა ამისა, ჩემი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლეგიტიმაციისათვის, მთავარი და სრულიად საკმარისია ის გარემოებაც, რომ ჩემი კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მათ შორის, ჩემი სამუშაო გამოცდილება დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ცენზს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია სხვა არაფერია, თუ არა ჩემი, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის დისკრედიტაციის, უკანონო ზეგავლენის მოხდენის და მიმდინარე პროცესებისაგან ჩემი ჩამოშორების მცდელობა, რაც არ უნდა შედიოდეს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის მხარდაჭერის ინტერესებში.“- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42