ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი კოლეგებს მიმართავს
პოლიტიკა - 09:43, 15 May, 2019     589
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი კოლეგებს მიმართავს:


„ძვირფასო ადვოკატებო,

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განაცხადების მიღება.

ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების ირგვლივ განვითარებულ პროცესებში, რაც გამოიხატებოდა აღნიშნულ საკითხზე არაერთი საჯარო განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებით, საკონონმდებლო პროცესში მონაწილეობითა თუ ადვოკატთა საერთო კრების რეზოლუციის მიღებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციისთვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა და წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მხოლოდ მაღალი პროფესიული რეპუტაციისა და პიროვნული სიმტკიცის მქონე იურისტების გამწესება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი საჭიროა, რომ საკონკურსო პროცესი ეფუძნებოდეს ორ უმთავრეს პრინციპს: პროცესი უნდა იყოს ღია იურიდიული პროფესიის ყველა წარმომადგენლისთვის და უნდა იყოს მაქსიალურად გამჭირვალე. იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული მიზნების რეალური განხორციელება, საჭიროა რაც შეიძლება მეტმა კვალიფიციურმა, კეთილსინდისიერმა და მაღალი რეპუტაციის მქონე კანდიდატმა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა.

ამიტომ, ყველა ჩემს კოლეგას, ვინც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, რათა ადვოკატურამ თავისი წვლილი შეიტანოს უზენაესი სასამართლოს მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის იურისტებით დაკომპლექტების საქმეში. კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“- ნათქვამია ასათიანის მიმართვაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42