ვითარება ზუგდიდში - გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, კობა ნაყოფიამ , ოპოზიციის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები და კომისიის წევრები ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინ დარჩებიან .
მისივე თქმით, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენება და ბეჭდების გამოცვლაა.
„ქართულმა ოცნებამ“ ეს ოფისი გადააქცია, პირად საოლქო-საარჩევნო კომისიად , რისი მომსწრეებიც დღეს ყველანი გავხდით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სიების უმრავლესობა და ბეჭდების უმრავლესობა უკვე დავაბრუნებინეთ. ეს პროცესი გაგრძელდება, ჩვენი კომისიის წევრები და ჩვენი წარმომადგენლები დარჩებიან და ამ პროცესს გააკონტროლებენ. ჩვენ დავრჩებით და გავაგრძელებთ მონიტორინგს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ბეჭდები იყოს შეცვლილი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი - გადაყენებული“ - განაცხადა ნაყოფიამ.
კომისიის წევრები ადგილზე მონიტორინგს ამ დრომდე განაგრძობენ, ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხვალ 12 საათზე შეიკრიბებიან.
მასალის გამოყენების პირობები






