ბესელიას მისი 9-ტომიანი საქმის გაცნობის შემდეგ დარჩა განცდა, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და თუ ასე გააგრძელებენ სამართალდამცველები, ვერასდროს დადგენენ, ვინ დაგეგმა და ვინ განახორციელა მის წინააღმდეგ მორალური ტერორის სერია.
პირველი ჩვენება ბესელიამ გახარიას გამომძიებლებს უკვე მისცა. ბესელიას დასახლებული ვიდეომასალის სავარაუდო გამავრცელებლებიდან კრიმინალურ პოლიციას ჯერ არავინ არ დაუკითხავს.
9-ტომიანი საქმე კი ძირითადად არაფრისმთქმელი წერილებიდან შედგება. დაზარალებულმა ბესელიამ დღეს გამოძიებას წამზომი ჩაურთო და გამოსაძიებლად ბოლო ვადა მისცა.
"არ გამოვრიცხავ, რომ შურისძიების მიზნით, ეს იმ წრიდან მოდიოდეს, ვისთანაც ეს კონფლიქტი შეიქნმა და ეს არის სასამართლოსთან დაკავშირებული თემა. მათ შორის ის ჯგუფი ვისაც დავუპირისპირდი, იმიტომ რომ 10 კაციანი სიის პარლამენტში ჩაგდება მიკავშირდებოდა მე და ჩემ პოზიციას" - ამბობს ეკა ბესელია.
ეკა ბესელიას პირადი ცხვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინიტრომ 16 პირი დააკავა, ამჯერად ყველა თავისუფალი, თუმცა მათ შორის, ვინც კადრები ნახა და გაავრცელა, რამდენიმე ისეთი პირია, რომლის წინააღმდეგაც რატომღაც საპატიმრო ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები






