ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ვითარება დაიძაბა. გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრებმა საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიების, რეგისტრირებული ბეჭდების და ლუქების გადატანა დაფიქსირდა.
ოპოზიციის წევრების თქმით, ეს არის უკანონო ქმედება და არჩევნების წინასწარი გაყალბების მცდელობა.
მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ფაქტს შეესწრო, საოლქო კომისიაში პარკებით სხვადასხვა უბნიდან სიები მიიტანეს. სამაგიდო სია და ბეჭდები 107 უბანზე იყო გაცემული, დოკუმენტები 52 უბნის წარმომადგენლებმა უკვე დააბრუნეს.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, რადგან ბევრი საარჩევნო უბანია დოკუმენტაცია ეტაპობრივად გაიცემა.
"პრაქტიკაში ასეა, ვინაიდან არის 107 უბნიანი ოლქი, ეტაპობრივად, გავცემთ 3-4 დღით ადრე გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას, გარკვეული ტიპის ინვენტარს. შესაბამისად, იყო ეს, რომ სამაგიდო სიებიც გაცემული, ვინაიდან გამოითქვა უსაფრთხოების მიზნით, რომ ყოფილიყო ოლქში და ბიულეტენებთან ერთად გადაგვეცა უბნებისთვის. უბნები გავაფრთხილეთ. დავიბრუნეთ იმ კონკრეტული უბნებიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიის სამაგიდო ვერსიები, რომლებზეც იყო გაცემული" - აღნიშნა მირანდა მესხმა.
მასალის გამოყენების პირობები






