სკანდალურ ჩანაწერს გამოხმაურება მოჰყვა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების მხრიდან. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლების წევრებს შორის მხოლოდ ორი ადამიანია, ვისაც შეუძლია გასცენ ასეთი დირექტივები და მსგავსი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის გამო ხელი დააფარონ საკუთარ აქტივისტებს, ედპ-ის ლიდერის თქმი ესენი არიან ბიძინა ივანიშვილი და შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც ქარავას თქმით, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰქონდა „ალიანსი“ ე.წ. ქუჩასა და კრიმინალებთან.
„ხელისუფლება მზად არის სისხლის სამართლის დანაშაულის ფასად არ დაუშვან ხალხის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ ოცნების შტაბის მხრიდან გაცემული დავალებები, ასეთი გარანტიების მიცემა შეუძლია ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამას აკეთებს გახარიას ხელით. არის ასეთი გამონათქვამი - „კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანს“ და გახარიას კოკა ძალიან მალე გატყდება და ამას საზოგადოება მალე დაინახავს. ყველა შავი საქმე სრულდება შინაგან საქმეთა მინისტრის ხელით, დაწყებუილი პოლიტიკური ძალის კრიმინალებთან ალიანსით და გაგრძელებული იმ სამარცხვინო ჩანაწერით, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






