"ეს არის უმსგავსობა და შეურაცხყოფა თითოეული ამომრჩევლის. შეხედეთ სადამდე დაეცა ქოცთა ხელისუფლება" -გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 20:14, 14 May, 2019     1085

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები წაგებული აქვს და სწორედ ამიტომ, ისინი ცდილობენ სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი ქმედებებით დააშინონ ოპოზიციის მხარდამჭერები.
„ეს არის უმსგავსობა და შეურაცხყოფა თითოეული ამომრჩევლის. შეხედეთ სადამდე დაეცა ქოცთა ხელისუფლება. "ქართული ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად დააშინოს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები. ხან აშანტაჟებენ მოქალაქეებს, ხან კიდევ მათ მოსყიდვას ცდილობენ. ბიძინა ივანიშვილის კანდიდატს წაგებული აქვს არჩევნები ზუგდიდში და ეს არც ოცნებისთვისაა სიახლე, სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა პროვოკაციებზე მიდიან. ის, რაც დღეს ზუგდიდში მოხდა, არის სამარცხვინო და მეტყველებს იმაზე, რომ ოცნება აგონიაშია. ბიძინა ივანიშვილს მობილიზებული ჰყავს პოლიცია, სუსი, მათი აგენტები. ეს ადამიანები, რომლებიც დღევანდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ, წარსულშიც არაერთხელ გვინახავს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდიდატის და მხარდამჭერების წინააღმდეგ დადგმულ პროვოკაციებში. ჩვენ, თითოეული მათგანის იდენტიფიცირება მოვახდინეთ და გავასაჯაროვეთ ვიდეო-კადრები. დღევანდელი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე გელა კვარაცხელია, მონაწილეობდა სოფელ რიყეში, ჩვენს წარმომადგენლებთან მომხდარ დაპირისპირებაშიც. არჩევნების დღეს, 5 ათასამდე ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი ჩამოვა ზუგდიდში. ჩვენ დავიცავთ თითოეულ ხმას. არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას, გააყალბოს არჩევნები და მოგვპაროს ხმები. 19 მაისს, ზუგდიდში იქნება დამკვირვებლების უპრეცედენტო მობილიზება. მივმართავ ხელისუფლებას, დროულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და უმკაცრესად დასაჯონ კანონდამრღვევები.“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42