"ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამჯერად მაინც გაიზიარებს თავისუფალი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობას" - GDI ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე
პოლიტიკა - 18:11, 14 May, 2019     848

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI" ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

GDI-ში მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა საჭიროებს სათანადო რეაგირებას, რომლის განუხორციელებლობაც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვნად დააზარალებს და შექმნის დესტაბილიზაციის რისკებს.

"როგორც გავრცელებული კადერებიდან ჩანს, აგრესიულად განწყობილი პირები ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ოდიშის" ჟურნალისტებს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არ მისცეს გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის- სანდრა რულოვსის ჩაწერის შესაძლებლობა. თავისმხრივ სანდრა რულოვს კი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით პოლიცია ადგილზე 15 წუთის დაგვიანებით მივიდა (როდესაც ინციდენტი დასრულებული იყო) და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მიგვაჩნია, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი არის პოლიტიკურად მოტივირებული აგრესიის მორიგი გამოვლინება, რომელიც ერთი მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე, მეორე მხრივ კი მიუთითებს არასტაბილურობის საშიშროებაზე და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა მიმართ შეუმწყნარებლობის გაღვივებაზე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა საარჩევნო პერიოდში მიმდინარე აგრესიული კამპანიის, ისევე როგორც მანამდე ფაქტობრივად რეაგირების გარეშე დარჩენილი შემთხვევების შემდგომ (მაგალითად კორცხელის მოვლენები) პრინციპში გასაკვირი არაა ამგვარი მოვლენები. მეტიც, მოსალოდნელია რომ უახლოეს დღეებში მსგავსი ინციდენტები მომრავლდეს კიდეც. ამავდროულად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ინიცდენტი მმართველი პარტიის მიერ იყოს მხარდაჭერილი. ამ მხრივ ყურადღსაღებია რუსთავი 2-ის მიერ დღეს გავრცელებული კადრები, სადაც სავარაუდოდ „ქართული ოცნების" წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია საუბრობს, თუ რა არაკანონიერი მეთოდების გამოყენებას აპირებს არჩევნების მოსაგებად.

ზემოაღნიშნული გარემოებების ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ შემთხვევაზე მოხდეს მყისიერი, ადეკვატური და მკაცრი რეაგირება. მათ შორის გასათვალისწინებელია, რომ იკვეთება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები (სსკ-ს 154-ე მუხლი). შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებითაც უნდა დაიწყოს.

პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკურ ნიადაგზე ძალადობრივი დაპირისპირებები დემოკრატიული პროცესების ხელშეშლის სერიოზული ფაქტორია. მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნაში კი მას დამღუპველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამჯერად მაინც გაიზარებს თავისუფალი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობას და არ შექმნის ძალადობის ესკალაციის საფრთხეებს. ამის სანაცვლოდ კი იქნება არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტიორი" - აღნიშნულია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42