"ჩართეთ ახალი ამბები და უყურეთ, რა ხდება ზუგდიდში" - სალომე სამადაშვილი თამარ ჩუგოშვილს
პოლიტიკა - 16:39, 14 May, 2019     1590

პარლამენტში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა მმართველი გუნდის წევრებს მიმართა და ზუგდიდში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვა.

"ქართული ოცნების" წევრის თამარ ჩუგოშვილის თქმით, კი წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"ქალბატონო თამარ, ჩართეთ ახალი ამბები, თუ შეიძლება და უყურეთ, რა ხდება ზუგდიდში. იყო თავდასხმის მცდელობა ჩვენს კანდიდატზე, ქალბატონ სანდრა რულოვსზე, განხორციელდა თავდასხმა ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრზე, ბატონ ზაალ სამადაშვილზე და განხორციელდა თავდასხმა თბილისის საკრებულოს წევრზე, ბატონ ნიკა ვაჩეიშვილზე. ასევე, ნაცემია და თავდასხმის მსხვერპლია ტელეკომპანია „ოდიშის“ ფოტოგრაფი, გადამღები და ჟურნალისტი. მაინტერესებს, ეს არის თქვენი აზრით, ცივილიზებული, ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნის საარჩევნო გარემო? მინდა, მივმართო ამომრჩევლებს, აიღეთ ის საჩუქრები, რომელსაც დღეს მათხოვრებივით გიგდებთ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ, მაგრამ ხმა „ქართულ ოცნებას“ აღარასოდეს აღარ მისცეთ" - მიმართა სამადაშვილმა თამარ ჩუგოშვილს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42