დღეს, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა ალექსანდრე ელისაშვითან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, სოლოლაკში (ლ.ასათიანის #50) მდებარე, მიტოვებული და სტიქიურ ნაგავსაყრელად ქცეული, ყოფილი სპორტკომპექსის შენობაზე საპროტესტო შინაარსის ბანერი გააკრა მოწოდებით:"მერია ეს შენობა შენია", "დაგვიბრუნე სპორტდარბაზი".
"დღეს უკვე მეორედ გავაპროტესტეთ ის უნიათობა და უპასუხისმგებლობა, რაც ამ სპორტდარბაზის ირგვლივ ხდება. სოლოლაკში არსებული ერთად ერთი სპორტული კომპლექსი, 25 წლია სავსეა ნანგრევებით,ნაგავითა და შპრიცებით. მერიას აქვს ასეთი არჩევანი,დატოვოს ეს შენობა ნარკომანიის ბუდედ, ან აქციოს კვლავ ჯანსაღი თაობის აღზრდის ცენტრად, სადაც ახალგაზრდები დაკავებული იქნებიან სპორტის სხვადასხვა სახეობით.იმედია, მერია სწორ არჩევანს გააკეთებს,სწორედ ამიტომაც გავაკარით დღეს ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით აქ ბანერი მოწოდებებით, მერია ეს შენობა შენია და დაგვიბრუნე სპორტდარბაზი. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას იქმადე, სანამ ეს სპორტდარბაზი არ დაუბრუნდება სოლოლაკელებს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






