„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ფიქტიურად დასაქმებულ პირების მზარდი ანაზღაურების პარალელურად, ჯარის სახელფასო ბიუჯეტი მცირდება, პედაგოგების ნაწილის ხელფასი კი მცირედით იზრდება.
"ექვსი წლის განმავლობაში 4 მილიარდი ლარი არის გაფლანგული მთლიანად, ეს მაშინ როცა თუ პროცენტულად ავიღებთ,ჩვენ ვნახავთ, რომ პროცენტულად მნიშვნელოვანი კლებაა ჯარისა და პოლიციის ანაზღაურებაში, ხოლო მასწავლებლებს მცირე ზრდა აქვთ. კოლეგებო ტირიონ ლამისტერის ჭკუა არ სჭირდება იმის მიხვედრას, როგორ მანიპულირებს დღეს მთავრობა რიცხვებით და მაზე დღეს ყველაზე კარგად გამოჩნდება თუ ვნახავთ, რეალურად რას გულისხმობს პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა, რითაც აქ მარიამ ჯაში გამოდიოდა. სინამდვილეში ხელფასების ზრდა ეკუთვნით 26 000 მასწავლებელს, მაშინ, როცა დაანონსებული ხელფასების ზრდა შეეხება მხოლოდ 5869პედაგოგს, ანუ პედაგოგთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 10%" - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






