ციხეებში ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციის შესრულების მიზნით იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა
პოლიტიკა - 15:15, 14 May, 2019     568

ციხეებში ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციის შესრულების მიზნით იუსტიციის მინისტრმა ბრძანება გამოსცა

"საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის N403 ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით გადაღებული მასალის შენახვის 5-დღიანი ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა. ცვლილების პრაქტიკაში დანერგვა ფინანსურ და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გულისხმობს. 2019 წლის 1 ივლისიდან ის გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ამოქმედდება, ხოლო სრულად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 1 იანვრისთვის იქნება დანერგილი.

მოცემული ცვლილების განხორციელება საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობამ განაპირობა.

„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების თავდაპირველი ვერსია ელექტრონული მეთვალყურეობის მასალების შენახვის 24 საათიან ვადას ითვალისწინებდა. ამავე მინისტრის 2017 წლის 20 მარტის ბრძანებით ეს ვადა 120 საათამდე (5 დღე-ღამე) გაიზარდა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქმის „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვისას, 2018 წლის დეკემბერში ასევე დაადგინა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის არსებული 5-დღიანი ვადის გახანგრძლივების აუცილებლობა.

გარდა ამისა, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველს გონივრულად მიაჩნია ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის არანაკლებ 10 დღე-ღამემდე გაზრდა.

იუსტიციის მინისტრის მიერ ჩანაწერების შენახვის ვადა მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიცვალა. ცვლილება, მომავალში, ჩანაწერების შენახვის ვადებთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემის გამორიცხვას ისახავს მიზნად. მოცემულ ვადასთან მისადაგების მიზნით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ცვლილების ამოქმედების პერიოდი 2019 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის დასაწყისამდე განისაზღვრა, რათა ცვლილებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური თუ ფინანსური მზაობის ხარისხის გათვალისწინებით დაინერგოს. №2 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ცვლილება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება; №12 პენიტენციურ დაწესებულებაში - 2020 წლის 1 თებერვლიდან; №7, №9, №17 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში - 2020 წლის 1 ივლისიდან; №5 და №6 პენიტენციურ დაწესებულებში - 2020 წლის 1 ოქტომბრიდან; ხოლო №3, №11, №14, №16 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში 2021 წლის 1 იანვრიდან" - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42