"გვერდში დავუდგებით მეტალურგიურ საწარმოებს, გახდნენ უფრო ენერგოეფექტურები" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 15:09, 14 May, 2019     629

„მისასალმებელია, რომ „რუსთავის ფოლადი" გეგმავს საწარმოს მთლიან განახლებას, რომ ის უფრო ენერგოეფექტური გახდეს. ამისთვის იგეგმება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელთა წყალობითაც დაახლოებით 30%-ით შემცირდება ელექტროენერგიის მოხმარება, ჩვენ მათ გვერდში დავუდგებით ამ ამოცანების განხორციელებაში. ეს არის ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე, სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება, გვერდში ამოუდგება და ხელს შეუწყობს ასეთი საწარმოების განვითარებას და გადაიარაღებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს რუსთავში კომპანია „რუსთავის ფოლადის" მეტალურგიულ ქარხანაში ვიზიტისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო. მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მიეცათ. ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, მათ შორის, „რუსთავის ფოლადისთვის", რომ მათ გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.

ქარხანაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ „რუსთავის ფოლადი" ერთ-ერთი უძველესი მეტალურგიული საწარმოა არამარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. ასევე, როგორც აღინიშნა, საწარმო ახლა განახლების პროცესშია. მინისტრი ქარხნის ხელმძღვანელობას ამ პროცესშიც დაპირდა დახმარებას.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეტალურგიულ ბიზნესს ყველანაირად დაუდგება გვერდში როგორც საგარეო, ისე შიდა ბაზარზე, მათ შორის უხარისხო ანალოგებისგან დაცვის კუთხით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ

„ჩვენ მხარში დავუდგებით, მათ შორის მსხვილ მეტალურგიულ საწარმოებს, რადგან ისინი ძალიან დიდი დამსაქმებლები არიან - 2000 კაცამდე მხოლოდ აქ, „რუსთავის ფოლადში" მუშაობს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით,უკვე მიმდინარეობს მუშაობა ანდიტემპინგურ კანონმდებლობაზე. „საწარმოს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, სამართლიანი კონკურენციის პირობების შემოღების კუთხით. ჩვენ ახლა ვამზადებთ და შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რაც არის აბსოლუტურად ცივილიზებული მიდგომა ბაზრის დემპინგური გამოვლინებებისგან დასაცავად, ვფიქრობთ, რომ ეს დიდად წაადგება ბიზნესს, მათ შორის მეტალურგიულ კომპლექსს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რუსთავში ასევე გაეცნო კიდევ ერთი მეტალურგიული ქარხნის „ჯეოსთილის" საქმიანობას, რომელიც საქართველოში უცხოური ინვესტიცითაა შექმნილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42