დღეს დადიანების სასახლის ეზოში სუს-ის მიერ მიგზავნილმა პროვოკატორებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსს, ოპოზიციის სხვა ლიდერებსა და მხარდამჭერებს, ასევე ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფს.
საკითხი „ნიუპოსტთან“ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ შეაფასა, რომელიც ზუგდიდში სანდრა რულოვსის წინასაარჩევმო კაპანიაში აქტიურად არის ჩართული.
ქარდავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ დაინახეს, რომ ზუგდიდში ხმარდაჭერა არ აქვთ და სწორედ ამიტომ გადავიდნენ ძალადობრივ მეთოდებზე:
„ჭკვიანი ხელისუფლება სწავლობს თავის შეცდომებზე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საქმე ჭკვიან ხელისუფლებასთან, უფრო უარესიც, ვიტყოდი, რომ ჩვენ გვაქვს ინსტინქტებდაჩლუნგებულ ხელისუფლებასთან საქმე,. მათ ინსტინქტები მაინც რომ ჰქონდეთ, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც იმოქმედებდა და მიხვდებოდნენ იმას, რომ ძალაზე დამყარებული ხელისუფლება დიდი ხანი ვერ გაძლებს.
მიხვდა, დაინახა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტების ხელისუფლებამ, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს და სწორედ სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. ნასეტკებისა და პროვოკატორების მეშვეობით ცდილობს რაღაცნაირად მოახდინოს ძალის დემონტრირება. შეუძლებელია ძალის დემონსტრირებით შეაჩერო ხალხის ნება, ეს შესაძლოა ერთხელ და ორჯერ გააკეთო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მიიღებს ტალღის ფორმას და საბოლოდოოდ დაასრულებს ამ ხელისუფლებას. ამას ვერ სწავლობს ბიძინა ივანიშვილი და არც ისე შორს არის ის მომენტი, როდესაც ხალხი მას საბოლოოდ განაჩენს გამოუტანს. თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი იმას, რო განაჩენი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს, უბრალოდ ამის გაფორმებაღა დარჩა“, - აღნიშნავს ბაჩუკი ქარდავა.
მისივე განცხადებით, ძალადობრივ მეთოდებზე ხელისფლება აუცილებლად მიიღებს ოპოზიციისგან შესაბამის პასუხს და ისინი ბიძინა ივანიშვილს მოგებულ არჩევნებს არ დაუთომებს:
„ახლა რასაც ესენი ზუგდიდში აკეთებენ, მე თითქმის მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი და სანდრა რულოვსის მხარდამჭერი ჩართული ვარ ამ პროცესში. ვხედავ ერთსა და იმავე ადამიანებს, ცნობილია მათი სახელები, საქმიანობა. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა პროვოკაციებისთვის იყენებენ. სუს-ი ცდილობდა ამ ყველაფრისთვის მიეცა ფორმა, რომ თითქოს ხალხი უპირისპირდება ოპოზიციას, მაგრამ დაინახეს რა, რომ ხალხი ოპოზიციას მხარს უჭერს და უპირისპირდება სწორედ ხელისუფლებას, ეს არ გამოუვიდათ და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირებით ცდილობენ ხალხის დაშინებას. ხალხი არ დაშინებდა, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ ხელდაკრეფილი ვისხდეთ. მუშტი-კრივის გამართვა ნამდვილად არ არის ჩვენი სტილი და ფორმა, ჩვენ ვაწარმოებთ ევროპულ, მშვიდ საარჩევნო კამპანიას, მაგრამ უპასუხოდ ნამდვიალდ არაფერი დარჩება, ეს უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის მთელი ამ საარცევნო კამპანიის განმავლობაში, ისინი აუცილებლად მიიღებენ ჩვენგან პასუხს და ამ მოგებულ არჩევნებს ნამდვილად არ დავუთმებოთ ბიძინა ივანიშვილს“, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
ედპ-ის თავმჯდომარის თქმით, მმართველი პარტიის კანდიდატს ზუგდიდში ცნობადობა არ აქვს, „ქართულ ოცნებას“ კი ამომრჩევლის მხარდაჭერა, მათი რეიტინგი საჯარო მოხელეებშიც კი დაბალია:
„ეს ნამდვილად არ არის ჩემი სუბიექტური სურვილი, მაგრამ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ნამდვილად არნაირი მხარდაჭერა არ აქვს. თვითონ კანდიდატს არ აქვს ცნობადობა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მხარდაჭერა ზუგდიდში. ძალიან დაბალია მათი რეიტინგი, ხოლო რეიტინგი იზომება მხოლოდდამხოლოდ საჯარო მოხელეებში, ისიც ნაწილობრივ და არა ბოლომდე, ისინი უკვე ვერ ენდობიან საჯარო მოსამსახურეებსაც კი“, - განმარტავს ქარდავა.
რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც „ოცნების“ წარმომადგენელი არჩევნების მოსაგებად ყველანაირი მეთოდის გამოყენებაზე საუბრობს, ქარდავა აცხადებს, რომ აღნიშნული დავალება შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ არის გაცემული:
„ვერანაირი შტაბი ასეთ ბრძანებას ვერ გასცემს და ასეთი დანაშაულისკენ ვერავის უბიძგებს. ეს არის პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრის, გახარიას ბრძანება და მისი პირობა, რომ გააკეთონ ყველაფერი გამარჯვებისთვის, ჩაიდინონ ყველა დანაშაული, ოღონდ გააფორმონ ყალბი გამარჯვება და ამისთვის არ იქნებიან დასჯილი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა გახარია ერთი წლის წინ, აკეთებს ახლაც, მაგრამ კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს და გახარიას კოკა ძალიან მალე გატყდება“, - აცხადებს ედპ-ის თავმჯდომარე.
მასალის გამოყენების პირობები






