"ოცნება არჩევნებს აგებს და სწორედ ამას უკავშირდება მათი აგენტების გააქტიურება... არჩევნებს როგორც მათ უნდა ისე ვერ ჩაატარებენ" - ხატია დეკანოიძე
პოლიტიკა - 14:25, 14 May, 2019     1153

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს, მათ მხარდამჭერებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, სუს-ის მიერ მიგზავნილი პროვოკატორები თავს დაესხნენ.

მომხდართან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ "ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს თუმცა, სუს-ის აგენტ-პროვოკატორები ცდილობენ პროცესი უმართავი გახადონ.

დეკანოიძის თქმით, კვარაცხელია, რომელიც დღევანდელ თავდასხმაში მონაწილეობდა კორცხელის და რიყის ინციდენტების მთავარი გმირი იყო, რომელიც განსაკუთრებული პროვოკაციებით და ბილწსიტყვაობით გამოირჩევა,


"ქართული ოცნება ზუგდიდში არჩევნებს აგებს და სწორედ ამას უკავშირდება მათი აგენტების გააქტიურება. ეს ჩანს ყველა კვლევით, მათ შორის მათი შიდა გამოკითვითაც. აგებენ ძალიან სერიოზულად და ცდილობენ დააშინონ მოსახლეობა, ვითომ ამ სუს-ის აგენ-პროვოკატორებით მოსახლოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ რაც გამორიცხულია. ჩვენი დევიზი იცით, რომ ზუგდიდან იწყება ჩვენი გამარჯვება დარწმუნებული ვართ, რომ სანდრას გამარჯვებით მართლაც გადაწყდება ივანიშვილის რეჟიმი. ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს მათ შორის ერთი ადამიანის ხელისუფლებას, რომელსაც პრაქტიკულად მობილიზებული ყავს მთელი სუსი, პოლიცია, სახელმწიფო აპარატი რომ არჩევნები არ უნდა ჩაატარონ როგორც მათ უნდათ. ამ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს მართლა სერიოზული ბრძოლა იქნება საარჩევნო უბნებზე, მე არ ვგულისმობ მუშტი-კრივს აქ არავინ მაგისთვის არ არის ჩამოსული. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან მშვიდ კამპანიას, რეალურად დავიცავთ პრაქტიკულად ყველა ხმას, რომელმაც უნდა განაპირობოს სანდრას გამარჯვება ზუგდიდში.

რაც შეეხება დღევადნელ ინციდენტს კადრებში გამოვიჭირე კვარაცხელია. ეს არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდა, ასევე რიყეში დაგვესხა თავს და გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროვოკაციებით ფიზიკურად გაწევ-გამოწევა უნდოდა ჩემზე და ჩემი მეგობრების მიმართ, რომელიც უშვერი ბილწსიტყაობით გამოირჩეოდა და ვიცანი ეს ადამიანი. მე განვაცხადე კიდეც პოლიციაში იმავე დღეს, ყველა ამ ინციდენტში მონაწილემ დავწერეთ განცხადებები განყოფილებაში, მაგრამ როგორც ხედავთ პოლიციამ არაფერი არ გააკეთა. ეს ადამიანი ახლა თავს დაესხა ჟურნალისტებს, ჩვენ მეგობრებს და სანდარაზეც იყო თავდასხმის მცდელობა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ გახარიას მეჩვეობით ჩაატარებს არჩევნებს მაგრამ არაფერი, არ გამოუვათ. მოსახლეობის ნანახი აქვს ეს ყველაფერი და ახლაც ხედავენ რაც ხდება. ზუგდიდის მოსახლეოება არის უაღრესად შეგნებული და გაწონასწორებული მათ კარგად იციან, რომ 7 წელი არაფერი არ გაუკეთებიათ, ამიტომ ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას მშვიდ გარემოში" - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42