კლანი სასამართლოში - იურისტები რეზოლუციის პროექტს გაასაჯაროებენ
პოლიტიკა - 11:02, 14 May, 2019     776
სასამართლო სისტემა და კლანი, რომელიც მართლმსაჯულებას მართავს - ამ თემაზე დღეს იურისტები რეზოლუციის პროექტს გაასაჯაროებენ. მათი შეფასებით, ქვეყანაში მართლმსაჯულება დამოუკიდებელი არ არის, რადგან სისტემა დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ.

იურისტები ამბობენ, რომ უნდა მომზადდეს კანონპროექტთა პაკეტიც, რომელიც დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას უზრუნველყოფს.

„მოსამართლეთა თვითმმართველობა საბოლოოდ განადგურდება, ჩვენ გვექნება მხოლოდ კლანის ძალაუფლება სასამართლოში, რომელიც, ყოველთვის მოახერხებს საკუთარი თავის არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის გვეყოლება ხელისუფლებისადმი მორჩილი სასამართლო,“ -აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი.

დოკუმენტი უახლოეს დღეებში პარლამენტშიც შევა. იურისტები მოითხოვენ, საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს რეზოლუციის პროექტი და აღიაროს არსებული პრობლემები. იმ შემთხვევაში კი თუ, დეპუტატები მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს არ დაამტკიცებენ, იურისტები სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

„რეზოლუციაში არის საუბარი იმაზე,რომ საქართველოში სასამართლო სისტემაში უმთავრესი პრობლემა არის კლანური მმართველობა. ალოგიკურია, რომ პარლამენტს ოფიციალური შეფასება ამ რეალობასთან მიმართებაში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელისუფლებო შტოში რა რეალობა არსებობს არ გაუკეთებია,თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას ამ თემაზე გავაგრძელებთ,“-განაცხადა კოჟორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42