აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილე - დღეს ევროკავშირის დედაქალაქში მაღალი დონის კონფერენცია გაიმართება, სადაც აღნიშნული პროექტის მიღწევებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ისაუბრებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, თუმცა დემოკრატიული პროცესების გაგრძელება აუცილებელია:
ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანათავმჯდომარემ კარლ ბილდტმა დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნულ კონტექსტში მან „რუსთავი2“-ის საქმეზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმის შენარჩუნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
„დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია აბსოლუტურად გადამწყვეტია ნებისმიერი ღირსეული და დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი ქვეყანა მედიის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობდა და ეს ძალზე შემაშფოთებელია. რაც შეეხება "რუსთავი2"-ის საქმეზე, დეტალები არ ვიცი, თუმცა ვიცნობ ზოგად სურათს, ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი და დამოუკიდებელი ხმები შენარჩუნებული იყოს, სწორედ ეს არის საქართველოს დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებელი, რამაც საშუალება მისცა ქვეყანას, წარმატებისთვის მიეღწია დემოკრატიული ცვლილებების კუთხით, ამ მიღწევის შენარჩუნება ძალზე მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა კარლ ბილდტმა.
მასალის გამოყენების პირობები






