ამომრჩევლის მოსყიდვის მორიგი ფაქტი ზუგდიდში „ოცნებისგან“ - გეგა შენგელიას მხარდაჭერის სანაცვლოდ ხალხს ფულსა და პრივილეგიებს ჰპირდებიან
პოლიტიკა - 10:23, 14 May, 2019     764

ზუგდიდში წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა - ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას წარმომადგენლები მას მხარდაჭერის სანაცვლოდ 150 ლარს სთავაზობდნენ.

ქალბატონის განცხადებით, რამდენიმე პირი მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად გაეცნო და თანხის სანაცვლოდ, შენგელიასთვის ხმის მიცემა შესთავაზა. მიღებული უარი შემდეგ, მას ფულადი ანაზღაურების გარდა, სხვა პრივილეგიებსაც დაჰპირდნენ:

“წარმოდგენა არ მქონდა ეს ხალხი ვინ იყო. თვითონ დაიწყეს საუბარი, რომ ჩვენ ოცნებიდან ვართო. თუ თქვენ ჩვენ ხმას მოგვცემთო, ხმის სანაცვლოდ ჩვენ 150 ლარს დაგირიცხავთო. ანუ გეგა შენგელიასთვის უნდა მიმეცა ხმა. თქვენი 150 ლარი, თქვენი ხმის სანაცვლოდ მე არაფრად არ მიღირს მეთქი, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთმეთქი. ესენი არაფრის დიდებით არ მომეშვნენ, 150 ლარს კი არა, კიდევ ბევრ რამეში დაგეხმარებით და ბევრ რამეში შეგიწყობთო ხელსო,“-განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირებას ითხოვს გაერთიანებული ოპოზიცია - „ძალა ერთობაშია“:

„მიაკითხეს ყველაზე გაჭირვებულ ხალხს, დევნილებს, მაგრამ მე მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ დევნილები არიან ყველაზე მაგარი ადამიანები და დევნილები სამშობლოს არ გაჰყიდიან 150 ლარის გულისთვის. აბსოლუტურად ყველას გამოვავლენთ, ყველა დამრღვევ პირს და ყველა დაისჯება კანონის წინაშე უკიდურესად,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ბესო შენგელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42