„მე მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ აბსოლუტურად ყველა ფაქტზე, რომელშიც არის დანაშაულებრივი ნიშნები დაიწყონ გამოძიება და თუ რაიმე ფორმით დადგინდა ვინმეს ბრალეულობა იქნეს უმაკცრესად დასჯილი. ასევე აქვე მივმართავ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და სამხარეო ადმინისტრაციას, გაასაჯაროონ, გამოაქვეყნონ ყველა ის პროგრამა, რომელიც არის ხელმისაწვდომი ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეებისათვის, რათა მოქალქეები არ იქნენ შეცდომაში შეყვანილი და იმ ასტრონომიულ ციფრებზე რაზეც არის საუბარი, თითქოსდა დახმარებების თვალსაზრისით, მათ ქონდეთ რეალური წარმოდგენა თუ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია ჩვენ, რომ მთ შევუმსუბუქოთ ყოფა.
აქვე ვხედავთ რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, ეს ქალაქი არის პატარა ქალაქი და ჩვენ კარგად ვიცით ურთიერთობები, თუ რა ურთიერთკავშირში არიან ადამიანები ერთმანეთთან, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ რომ ნუ გააბითურებს ამ ხალხს, ნუ გააბითურებს ზუგდიდის საზოგადოებას, ნუ მიჰყოფს ხელს იმ დეზინფორმაციას, რასაც ის წლების განმავლობაში აკეთებდა. მორჩება ეს არჩევნები, ეს ადამიანები კვლავაც გააგრძელებენ ამ ქალაქში ცხოვრებას და ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას უკეთეს ზუგდიდში. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ამ ფაქტთან, ამ ძალადობასთან მიმართებაში, რომელიც კარგად დავინახეთ სოფელ ჯიხაშკარში, ჩვენ ამ ინფორმაციას გადავცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეს არ იქნება „ცალ კარში თამაში“ და ყველა ინფორმაცია და ის დეზინფორმაცია, რომელსაც ისინი ავრცელებენ იქნება მიწოდებული საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, რათა მათ დაინახონ რა ფორმებით და რა ხერხებით ცდილობენ ზუგდიდიში შედეგების მიღებას.“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მასალის გამოყენების პირობები






