„ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მორიგი ფაქტი ზუგდიდში - აფხაზეთიდან დევნილ მოხუც ქალბატონს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის გეგა შენგელიას წარმომადგენლები მათ სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ, 150 ლარსა და სახლის სახურავის გადახურვას დაჰპირდნენ.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას მოხუცი აცხადებს, გეგა შენგელიას წარმომადგენლები მასთან სახლშ მივიდნენ და განუცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისცემდა ხმას 19 მაისის შუალედურ არჩევნებში, მასთან ხელოსნებს მიიყვანდნენ და სახლის სახურავს გადაუხურავდნენ. ქალბატონის თქმით, მან მისულები უარით გაისტუმრა:
„იქიდან მოვედითო და ხალხს მოგიყვანო და ამას გადაგიხურავთო, ხმა მიეცი შენგელიასო, ადგილობრივი კაციაო და 150 ლარს მოგცემენო, მე ვუთხარი არ მინდა, პურის ფული არ მაქვს მაგრამ მაინც არ გავყიდი-მეთქი ჩემს ქვეყანას, „ქართული ოცნების“, შენგელიას წარმომადგენლები იყვნენ, ვუთხარი არც ფული მინდა არც რემონტი-მეთქი“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას მოხუცმა.
აღსანიშნავია, რომ მოხუცი ქალბატონი აფხაზეთიდან არის დევნილი და იგი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მას ორი ვაჟი ჰყავს გარდაცვლილი. ერთ-ერთი მათგანი რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






