„თავისუფლების მოედანი მეჯღანუაშვილს უნდა თავისთვის“ - სააკაშვილი ივანიშვილზე
პოლიტიკა - 16:17, 13 May, 2019     1449
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიუნხენში ჩავიდა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მან საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში მილიარდობით ლარის ღირებულების ქონება გადავიდა სიმბოლურ თანხებად და მოსახლეობის ხარჯზე ოლიგარქმა მის ქონებას კიდევ არაერთი მილიარდი დაუმატა.


„ივანიშვილი 2012 წლისთვის იყო, პრაქტიკულად, უკვე გაბანკნოტების გზაზე შემდგარი. 2011 წელს ის საბოლოდ შემოაგდო რუსეთმა პოლიტიკაში იმიტომ, რომ საერთოდ აღარ ჰქონდა ფული და 2011-ში რუსებმა უთხრეს, რომ 2 მილიარდ დოლარს გაძლევთ შენი აქტივების გატანაზე თუ მოგვეხმარებისაქართველოს დამარცხებაში ომში. დიახ, დამარცხებაში, იმიტომ, რომ 2008 წელს საქართველო არ დამარცხებულა. მე მინდა ჩამოგითვალოთ, პრაქტიკულად გაკოტრებული ივანიშვილი 2011 წელს, სანამ გამოაცხადებდა რა აქტივებს ფლობს საქართველოში:

ბანკი „ქართუში“ მისი აქტივები 2012 წელს იყო 400 მილიონ ლარზე ნაკლები. 2012 წელს იყო 400 მილიონ ლარზე ნაკლები, დღეს არის დაახლოებით, 2 მილიარდი ლარი. ეს არის ფული ამოღებული ქართველების ჯიბიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რუსეთიდან წამოღებული ფული, როგორც უყვართ ლაპარაკი. მის საკუთრებაში აღმოჩნდა სოლოლაკის ბიზნეს ცენტრის გარდა, რომელიც მანამდეც იყო - გალერეა თბილისი, პანორამა თბილისი, ერთ ლარად დათრეული, თბილისის ცენტრი. იუნიონ ლაგუნა ვერე 12 ათას 665, იპოდრომი ივანიშვილმა გააუქმა, აქსისის თაუერი, სასტუმრო სოლოლაკი ჰილსი, შენობა ერეკლეს მოედანზე, ყოფილი ჟურნალის სასახლე ერეკლეს მოედანზე, პარაგრაფრეზორთ სპა, შენობა კოლმეურნეობის მოედანზე, პირიმზე დაითრია, სასტუმრო საქართველოს შენობა, თბილისი, მელიქიშვილის გამზირი, ინტერპლასტი, ჰიდროელექტროსადგური, ჰაიდელბერგ ცემენტი, სასათბურე კორპორაცია, ის არის ყველაზე დიდი მიწათმფლობელი საქართველოში და სასათბურეებისმფლობელი - 393 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია.

ჯერ იყიდა "თიბისის" აქციები 50 მილიონის, დაინტერესებულ იყო, რომ აქციების ფასი გაზრდილიყო, ჯერ იყიდა აქციები, მერე "თიბისის" აჩუქა ლაზიკის პორტის პროექტი, რომელიც 2013-ში დასრულებული უნდა ყოფილიყო, საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე იყო 200 მილიონი დოლარი ლაზიკის პორტის დასასრულებლად. მიდიოდა გახურებული სამუშაოები. 200 მილიონი დოლარი გაქრა რკინიგზის ანგარიშიდან, გადავიდა თანაინვესტირების ფონდში, რომელიც არის ივანიშვილის ჯიბის ფონდი, 200 მილიონი დოლარი მოიპარა. ამის შემდეგ ყიდულობს 50 მილიონი დოლარის აქციებს თიბისის ბანკის, უფასოდ აძლევს თიბისის ლაზიკის პორტის პროექტს, მერე რუსეთიდან უქნევენ თითს, მოიცა, ეგ პორტი არ აშენდება, მერე ყიდის ამ აქციებს, სანამ ისინი კიდევ მაღალია და როგორც კი ყიდის აქციებს, ეგრევე ესხმის თავს "თიბისის" და ანადგურებს ბანკს და აჩერებს ლაზიკის პროექტს.

პრეზიდენტის სასახლე თქვენ გგონიათ მარტო იმისთვის უნდათ, რომ გააუქმონ, რომ შუშის გუმბათი აღიზიანებს, მე ვიცი, რომ აღიზიანებს, სულ მაგაზე ლაპარაკობდა ხოლმე. არა, პრეზიდენტის სასახლე უნდა გადაკეთდეს თურმე ნაციონალურ მუზეუმად და ნაციონალური მუზეუმი დღეს არის თავისუფლების მოედანზე და თავისუფლების მოედანი მეჯღანუაშვილს უნდა თავისთვის, იმიტომ, რომ ეს არის პანორამა თბილისის ნაწილი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42