შავი ზღვის უსაფრთხოების მასშტაბურ კონფერენციას ანალიტიკოსი ბრაიან ვიტმორი ესწრება, რომელიც აცხადებს, რომ საქართველომ უნდა აჩვენოს, შავი ზღვის უსაფრთხოების ხელშეწყობა და არა ის, რომ მხოლოდ მომხარებელია.
კონფერენციაზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, განხილვის მთავარ თემას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და მედიის როლი აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წარმოადგენს.
„საქართველომ უნდა აჩვენოს, რომ ხელშემწყობია შავი ზღვის უსაფრთხოების და არა მხოლოდ მომხმარებელი. საქართველოს შეუძლია გახდეს წამყვანი დასავლური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონში, განსაკუთრებით, რუმინეთთან ერთად. ასე, რომ ჩემი აზრით, ეს არის მნიშნელოვანი, ასევე კომერციული პროექტები, როგორიცაა ანაკლიის პორტი. ის არის კიდევ ერთი საშუალება, რომ საქართველო გახდეს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ცენტრი,“ - აცხადებს ბრაიან ვიტმორი.
მასალის გამოყენების პირობები






