თბილისში შავი ზღვის უსაფრთხოების მასშტაბური კონფერენცია ტარდება
პოლიტიკა - 13:34, 13 May, 2019     835

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და მედიის როლი აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - ამ თემებზე თბილისში შავი ზღვის უსაფრთხოების მასშტაბური კონფერენცია იმართება.

ანალიტიკოსები, ვინც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა, თავდაცვის და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. დარგის ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ მთავრობამ მსგავსი ტიპის ღონისძიებები უნდა გამოიყენოს და ესაუბროს პარტნიორებს.

ღონისძიების მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, რომ დღევანდელ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი არ ესწრებოდა. თუმცა, პროგრამაში აღნიშნული იყო, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლოა, მიეღო თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას.

ღონისძიებაზე 50-ზე მეტ მაღალი რანგის მომხსენებელს ელოდებიან. ღონისძიებაზე იმყოფება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც ამბობს, რომ სწორედ ასეთ შეხვედრებზე უნდა დადიოდეს იზორიას უწყების წარმომადგენლები.

„უბრალოდ, პროტოკოლით არ შეიძლება, თავი დავანებოთ სტრატეგიულ ინტერესებს, რომ პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ კონფერენციას და იყვნენ მომხსენებლები და არ იყვნენ ანალოგიურად მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები... თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ უპასუხისმგებლობას ვხედავ ხელისუფლების მხრიდან. ეს, რა თქმა უნდა, მორიგ ჯერზე უდასტურებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსაც და მეგობარ ექსპერტებს, რომ განსაკუთრებული ინტერესი, აქტიურობა საგარეო ფრონტზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მაინცდამაინც, არ შეინიშნება და ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეხვედრის მთავარ თემებს თავდაცვა და უსაფრთხოება, ასევე ოკუპირებული რეგიონები და იქიდან მომდინარე საფრთხეები წარმოადგენს. „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს” გამგეობის წევრი, თეონა აქუბარდია მსგავსი ტიპის კონფერენციებში თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პასიურობას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის იმიჯზე ეს უარყოფითად აისახება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42