„ქართული ოცნება“ ახალ სახეებს არჩევს, აღნიშნულს მმართველი პარტიის წარმოამდგენლები პოზიტიურად აფასებენ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუნდში ახალი სახეების მისაღებად სრული მზაობაა:
„რაც შეეხება ახალ სახეებს, მათ რეკომენდატორებზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველანი ვართ აბსოლუტურად. პარტიის ყველა წევრს შეუძლია, სხვა ადამიანს გაუწიოს რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება იყოს პროფესიონალი, თავის ქვეყნის მოყვარული და ისეთი კადრი, რომელიც პარტიულ საქმიანობაში თავსი დადებით წვლილს შეიტანს.
როგორც მოქმედი წევრების, ასევე ახალი სახეების მომავალში, პოტენციურად ტრენინგებზე საუბარი ალბათ ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს, როდესაც შესუსტებული იყო ეს იყო ცუდი ტონი. დღეს ბუნებრივია, კარგია ძალიან, რომ ჩვენ ამ საკითხს მეტს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ასევე გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდება მეტი ინტენსივობით პარტია ქართული ოცნების,“ - განაცხადა მდინარაძემ.
ახალბედა პოლიტიკოსების უნარ-ჩვევებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამოწმებს. მაია მიმინოშვილი იქნება ქართული „ოცნებაში“ გამოცხადებული პოლიტიკური ქასთინგის მთავარი კურატორი.
მასალის გამოყენების პირობები






