ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ლობისტებს ქირაობს და შავი პიარის წარმოებას უკვეთავს - გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
საუბარია 600-ზე მეტ წერილზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მიაწოდეს. წერილების ერთ ნაწილში ირკვევა, რომ ხელისუფლება დაქირავებულ ლობისტებს 2016 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ გიგი წერეთლის პარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევაში ხელის შეშლას უკვეთავს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას მსგავსი მეილების შესახებ არაფერი სმენია:
„არათუ მსგავსი მეილების შესახებ გამიგია არასდროს არაფერი, მსგავსი საუბარიც კი არასდროს მომისმენია, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ამიტომ ვერანაირ პასუხს ვერ გავცემ ოპოზიციას ჯერჯერობით.
რაც შეეხება ახალ ინფორმაციებს, მუდამ დღის წესრიგში ხვდებით ხოლმე დილიდან დაწყებული ახალი ინფორმაციით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ აღმოჩნდება ხოლმე მართალი ან გადაუმოწმებელი, არ ვიცი საერთოდ რაზეა ლაპარაკი,“- ამბობს მდინარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






