განახლების პროცესი „ქართულ ოცნებაში“ - აღნიშნულს მმართველი პარტიიდან წასული ეკა ბესელია ეხმაურება და აცხადებს რომ პოლიტიკაში ტრენინგებით არ ხდება არც თავის დამკვიდრება და არც პოლიტიკური ქარტეხილების სწავლა.
ბესელიას თქმით, დღეისათვის მნიშნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, შესაბამისად პარტიაში მიმდინარე მოვლენები ქვეყნისთვის საინტერესო ვერ იქნება:
„ვინ იქნება წარმოდგენილი პარტიის ოფისში, ჩემთვის ეს არ არის საინტერესო საკითხი უკვე, საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მომავალი და მომავალი არჩევნებისთვის რა ვითარება და სურსათი გვექნება. ეს არჩევნები ჩემთვის განიხილება, როგორც საშუალება და არა მიზანი იმისთვის, რომ შექმნილი რთული ვითარება, რაც ქვეყანაში არის, ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის უსამართლობის განცდა, სასამართლოს მიმართ უნდობლობა, ბევრი პრობლემა, რაც ადამიანებს აქვთ, ამის გადაწყვეტისთვის საჭირო არის არჩევნები, როგორც საშუალება, რომელმაც უნდა შეცვალოს ვითარება.
„ქართულ ოცნებაში“ ახალბედა პოლიტიკოსების უნარ-ჩვევებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამოწმებს.
მასალის გამოყენების პირობები






