ის, რომ მმართველ პარტიაში დიდი არეულობა, ახალი არ არის. მართალია, ღრიბაშვილი მდინარეში მეორედ იმიტომ შემოიყვანეს, რომ პარტიაში სიტუაცია დაელაგებინა, მაგრამ „მაშველმა რგოლმა“ საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულა. უფრო მეტიც, როგორც კულუარებიდნა ხდება ცნობილი, „ოცნების“ წევრები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, ან საუკეთესო შემთხვევაში, ერთმანეთზე ზურგს უკან ჭორაობენ და ქირქილებენ.
ამასთან, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ „ოცნება“, პარტიის გადახალისების მიზნით, ახალ სახეებს ეძებს, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ინფრომაციით, ყველა ცნობილმა სახემ, ვისთანაც მმართველი გუნდი მოლაპარაკებას აწარმოებდა, „ოცნებაში“ გაწევრიანებაზე უარი კატეგორიულად განაცხადა. ამიტომაც, ის მოხდა, რაც მოხდა - იგივე მთაწმინდისშუალედურ არჩევნებზე „ოცნება“ იძულებული გახდა, ლადო კახაძით გამოსულიყო.
„ოცნება“ რომ ახალ სახეებს ეძებს და ვერ პოულობს, ამას თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელი განცხადებაც ადასტურებს.
„2020 წლის არჩევნებისთვის, „ოცნებაში“ ახალი სახეები იქნებიან“ - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გააკეთა. კახა კალაძე არ აკონკრეტებს უკვე შერჩა თუ არა კონკრეტული კანდიდატურები, თუმცა ამბობს, რომ პარტიაში განახლება მოხდება.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ, კალაძე ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება.
მისი თქმით, პარტიაში მიმდინარეობს გაჯანსაღების პროცესი, ეს კი სამთავრობო ცვლილებებზე არ მიუთითებს.
მასალის გამოყენების პირობები






