შსს-მ „ოცნების“ დასახმარებლად ზუგდიდში დესანტი გადასხა - ვინ არის ჯაბუკა რაფავა და რა დავალება აქვს 19 მაისისთვის
პოლიტიკა - 21:39, 12 May, 2019     3685

სანახაობა პურის სანაცვლოდ - ზუგდიდში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მატულობს და მერის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაპირისპირება პიკს აღწევს.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ძალოვანების აბსოლუტური უმრავლესობა სამეგრელოში გადმოსხეს და ყველა იმ სოფელში გაანაწილეს, სადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსთან დიდი სხვაობით აგებს.

გამონაკლისი არც ზუგდიდის რაიონის სოფელი ბაშია, სადაც "ნიუპოსტის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთ საქართველოს უფროსის მოადგილე ჭაბუკა რაფავა ბათუმიდან საგანგებოდ მიავლინეს.

კონფიდენციალური წყარო "ნიუპოსტს" უყვება, რომ რაფავა უბან-უბან დადის და ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას პირადობის მოწმობებს ართმევს.

შსს-ს მაღალჩინოსანი შენიშნეს კორცხელში განთავსებულ "ქართული ოცნების" შტაბშიც, სადაც მან საგანგებო თათბირი გამართა და ადგილობრივ ხელისუფლებას დავალებები მისცა.

"ნიუპოსტი" დღეს, მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ჭაბუკა რაფავას ჩაწერას, თუმცა მაღალჩინოსანი ტელეკამერების წინ არ გამოჩნდა.

ჩვენ რაფავას დედა ჩავწერეთ, რომლმაც დაადასტურა, რომ მისი შვილი ბაშში იმყოფება.

"აქ ხომ არ არის... არ ვიცი არაფერი, არ შეიძლება საკუთარ სახლში რომ ჩამოვოდეს?"- თქვა ქალბატონმა ჟურნალისტებთან საუბრისას, რომლებიც დაინტერესდნენ, უკავშირდება თუ არა რაფავას სამეგრელოში ვიზიტი მოახლოებულ არჩევნებს.

რაც შეეხება პასპორტების ჩამორთმევას, შს მაღალჩინოსნის დედის თქმით, ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

"ვინ გითხრათ ეს? რომელმა მეზობელმა, აბა, მითხარით? ტყუილია ყველაფერი. ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი სულ წარმატებულია... რა პასპორტები, რის პასპორტები, წადით აქიდან!"- აღნიშნა რაფავას დედამ და უპასუხოდ დატოვა კითხვა - მონაწილეობს თუ არა მისი შვილი არჩევნების პროცესში.

"არ შეიძლება ასე... წადით ახლა, თორემ ინანებთ... ცუდად ვარ, ნომერი არ მაქვს, არ ვუკავშირდები"- გვითხრა რესპოდენტმა.

"ნიუპოსტის" კითხვაზე, უნდა ერეოდეს თუ არა პოლიცია არჩევნების პროცესში, შს სამინისტროს მაღალჩინოსნის დედამ გვითხრა: "არავინ უნდა ერეოდეს".

იგივე კითხვებით, ჩვენ "ქართული ოცნების" კორცხელის შტაბში მივედით, სადაც სოფლის მაჟორიტარი არჩილ ბერაძე საგანგებოდ დაგვახვედრეს.

ბერაძის თქმით, ჭაბუკა რაფავას არ იცნობს და შესაბამისად, შს მაღალჩინოსნისგან პოლიტიკური დავალებები არ მიუღია.

"საერთოდ არ მინახავს, საერთოდ არ ვიცნობ...სახლში არ ვიცი და აქ არ მოსულა. არ ვიცი სად მუშაობს. თვითონ მიმართეთ და მოიკითხეთ"- აღნიშნა მაჟორიტარმა.

"ნიუპოსტის" კითხვაზე, რატომ ართმევს რაფავა მოსახლეობას პასპორტებს, ბერაძე ამბობს, რომ "ეს უნდა ვკითხოთ" მოსახლეობას.

ჭაბუკა რაფავას შესახებ გეგა შენგელიასაც დაუსვეს კითხვა. "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ირწმუნება, რომ შს მაღალჩინოსანს არ იცნობს.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42