გრიგოლ ვაშაძე მარნეულის მერობის კანდიდატ აგილ მუსტაფაევთან ერთად სადახლოში მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 18:39, 12 May, 2019     571

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები გრიგოლ ვაშაძე და აზერ სულეიმანოვი მარნეულის მერობის კანდიდატ აგილ მუსტაფაევთან ერთად სადახლოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა გააცნო.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, სოფელში ბევრი პრობლემაა, თუმცა მოქმედი ხელისუფლება მათ გადასაჭრელად არაფერს აკეთებს.

„დღეს არსებობს მთელი მარნეულის რეგიონში, ყველა დაწესებულებებში კორუფცია. ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება და მთლიანად ხელისუფლება დაინტერესებული არ არის ამ ხალხით, ამ პრობლემებით. აკეთებენ თავისი ინიციატივებით თავის საქმეებს და დღეს ბიუჯეტი არ იხარჯება ხალხისთვის, დღეს ბიუჯეტი იხარჯება ჩინოვნიკებისთვის“ - განაცხადა აგილ მუსტაფაევმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი იკრიბება.

„ყველას შეუძლია დაინახოს რამდენი ადამიანი იკრიბება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად. ეს ნდობა, რომელიც ჩვენ უკვე საპრეზიდენტო კამპანიის დროს მივიღეთ, როდესაც მარნეულის რაიონის არნახული შედეგი აჩვენა და არასდროს ისტორიაში, ოპოზიციას ამდენი ხმა არ აუღია, არ აუღია მარნეულის რაიონში და რომ არ გაეყალბებინათ ტოტალურად, კრიმინალური მეთოდებით ეს შედეგები, როგორც დანარჩენ საქართველოში აქაც გამარჯვებული ვიქნებოდით, აღარ შეუძლია საქართველოს მოქალაქეს კრიმინალური ბანდის თარეში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42