2020 წელს ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური ჩასახლება აღარ იარსებებს - გიორგი შენგელია
პოლიტიკა - 18:33, 12 May, 2019     688

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოსთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან და სახელმფიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდში მცხოვრებ იძულებით გადადგილებულ პირებს შეხვდა.

გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე საარჩევნო პროგრამა წარადგინა და დევნილთა განსახლების საკითხებზე ისაუბრა. შენგელიას განცხადებით, პირველ რიგში, ის დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდებიან ბინით, ვინც ავარიულ შენობებში ცხოვრობს.

„ამ ადამიანებმა დატოვეს ყველაფერი და ზუგდიდში ცხოვრების ხელახლა დაწყება მოუწიათ, მათ უმძიმესი დღეები გამოიარეს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის. ამჟამად ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს პროცესი გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში იწყება 240 ოჯახისთვის ახალი ბინების მშენებლობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 1700 დევნილ ოჯახს ზუგდიდში საცხოვრებელი გადაეცა.

უმოკლეს დროში პრობლემა მოუგვარდებათ იმ ადამიანებსაც, ვინც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს კომპაქტურ ჩასახლებებში. ზუგდიდში გვაქვს 20 კომპაქტური ჩასახლება, აქედან წელს სრულად დაიხურება 12 მათგანი და ეს პროცესი გაგრძელდება. მინდა გითხრათ, რომ 2020 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა კომპაქტური ჩასახლება აღარ იარსებებს და ამ ჩასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს ახალი ბინები გადაეცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე.

გიორგი შენგელია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ და გაფართოებულ შეხვედრებთან ერთად აქტიურად განაგრძობს პროგრამის ფოკუს ჯგუფებისთვის გაცნობას, ის უკვე შეხვდა მასწავლებლებს, ექიმებსა და ახალგაზრდებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42