12 მაისიდან 12 მაისამდე კრიტიკულად შემცირდა ე.წ. კლუბური ნარკოტიკით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი - გიორგი გახარიას კიდევ ერთი ბოდიში
პოლიტიკა - 18:22, 12 May, 2019     902
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პარლამენტის შენობის წინ ბიუსტის დადგმის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო ერთ წელში ე.წ. კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდების გარდაცვალების რიცხვი კრიტიკულად შემცირებულია. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას - პოლიცია ამ ბიუსტით ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს.

"პირველი რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. მეორე, ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის მზად ვართ მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ როგორც ჩვენი ოპონენტებისგან ხშირად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც და აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას.

შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება. 12 მაისის შემდეგ როდესაც ჩატარებული იყო ეს ღონისძიება, კლუბებთან დაკავშირებული, კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა 2 შემთხვევა. ორი ტრაგიკული შემთხვევა. რა თქმა უნდა ესეც ბევრია, მაგრამ, ყველას კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები და იმდენად კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ 12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა 2 ტრაგიკული შემთხვევა.

ამის შემდგომ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი მსგავსი, ეს პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს რომლებმაც ეს ტრაგედია გამოიარეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ ვიცავდით გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ, როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით დღესაც, დავიცავთ იმ ბიუსტით გამოხატვის თავისუფლებას რომელიც დგას აქ რუსთაველზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„დავიწყოთ ბოდიშით," "არა თავისუფლებას," "უფრო მორჩილი სასამართლო," - ამ შინაარსის პოსტერები დედაქალაქის უბნებში სამოქალაქო აქტივისტებმა გამოფინეს და კიდევ ერთხელ საჯაროდ გააპროტესტეს ხელისუფების პოლიტიკა. ორგანიზატორებმა გაიხსენეს "ბასიანსა" და "გალერიში" ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენები და თბილისის მთავარ გამზირზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ ბოდიშს იხდის.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42