ზუგდიდში ქართული ოცნების მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წინ პროვიკაციის მოწყობას შეეცადნენ, რა დროსაც ისინი "ნიუპოსტის" ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ხელისუფლების რამდენიმე მხარდამჭერი ღიად აცხადებდა, რომ ისინი მხარს გეგა შენგელიას უჭერენ. ოპოზიციის ოფისთან გამართულ აქციამდე ისინი "ქართული ოცნების" შტაბში გეგა შენგელიასთან შეხვედრაზე იმყიფებიდნენ
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნებები არაერთხელ არიან შემჩნეული ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ პროვოკაციულ ქმედებებში. მათი აგრესია "ნიუპოსტის" ჟურნალისტის, დათო ჯაბაშვილის მიერ დასმულმა კითხვამ გამოიწვია, კერძოდ რა მიზანს ემსახურებოდა მათი ე.წ. აქცია და ვის მიერ იყო ის ორგანიზებული. კითხვის დასმის შემდეგ ისინი ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სამუშაო ტელეფონი დაუზიანეს.
მასალის გამოყენების პირობები






