პარლამენტის შენობის წინ აქცია-პერფომანსი გაიმართა - საკანონმდებლო ორგანოსთან შს მინისტრის გიორგი გახარიას ბიუსტი გაიხსნა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ინსტალაცია 12 მაისის მოვლენების გახსენებაა. ბიუსტს სპეციალური ღილაკი აქვს, რომელზე დაჭერის შემდეგაც, გიორგი გახარია ბოდიშს იხდის.
შეგახსენებთ, რომ ღამის კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აღნიშნულ აქციაზე შს მინისტრი მივიდა ბოდიში მოიხადა.
„იდეა იყო, რომ შარშან გაჩნდა ძალიან დიდ პროტესტი, რომელიც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დაპირება მინისტრისგან, რომ ძალიან მოკლე ვადებში მოხდებოდა ამ პრობლემებზე მუშაობა და გავიდა ერთი წელი ზუსტად ამ მოვლენებიდან და ეს დაპირებები არ შესრულებულა. შესაბამისად, ამის გასახსენებლად კიდევ ერთხელ დავდგით ეს ბიუსტი, რომელიც ისევე როგორც მინისტრი იხდის ბოდიშებს. და ისევე როგორც მინისტრის ბოდიშის მერე, ამ ბოდიშის მერეც არაფერი არ იცვლება,“-განაცხხადა სამოქალაქო აქტივისტმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






