ადგილზე მისულ ჟურნალისტებს ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ უთხრა, რომ მას არ მისცეს "ოცნების" აქტივისტებმა შესაძლებლობა, შესულიყო იმ დარბაზში, სადაც შეხვედრა მინდინარეობდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯგუშიამ მინისტრს მიმართა და საკუთარი პრეტენზიები გააცნო. სერგეენკომ ჯგუშიას უთხრა, რომ თუ რამე კითხვები ჰქონდა, შეეძლო აქვე ეპასუხა.
მერობის კანდიდატმა სერგეენკოს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წამოსვლა შესთავაზა, რომელიც მისივე განცხადებით, "სასაკლაოდ" არის გადაქცეული. დავით სერგეენკო შეთავაზებას არ დათანხმდა.
"ეს არის მინისტრი"- მერობის კანდიდატის ამ რეპლიკას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ჯგუშიას შეკრებილები მანამდეც დაუპირისპირდნენ, როცა მან რამდენიმე მათგანს მოსყიდული უწოდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
მასალის გამოყენების პირობები






