დავით ზალკალიანი ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალსა და EaP-ის 10 წლისთავის ღონისძიებებში მონაწილეობს
პოლიტიკა - 14:06, 12 May, 2019     606

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 13-14 მაისს, ბრიუსელში, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წელთან დაკავშირებით დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში.

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' მინისტერიალს გაუძღვება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ფედერიკა მოგერინი; მონაწილეობას მიიღებს ასევე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანი. შეხვედრაზე მინისტრები შეაფასებენ 2017 წლის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. მსჯელობა ასევე წარიმართება 2020 წლის შემდგომ თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე, რომლებიც ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს, პარტნიორი ქვეყნების ინტერესებისა და ამბიციების შესაბამისად.

ამასთანავე, დაგეგმილია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკების (EIB) წარმომადგენლების შეხვედრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. შეხვედრაზე მხარეები ისაუბრებენ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' ქვეყნებისთვის ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებსა და სამომავლო პროექტებზე.

მინისტერილის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

ბრიუსელში, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანის რუმინეთის თანაორგანიზებით გაიმართება მაღალი დონის კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ღონისძიება დაეთმობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არსებობის 10 წლის მანძილზე მიღწეული შედეგების შეფასებას და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' მომდევნო ათწლეულის საერთო ხედვებზე, პერსპექტივებსა და მექანიზმებზე მსჯელობას.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ბრიუსელის „ნატიფი ხელოვნების" სასახლეში იგეგმება საიუბილეო კონცერტი, სადაც მაყურებლების წინაშე წარსდგებიან 6 პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მუსიკალური შემსრულებლები. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდა პიანისტი პაპუნა შარიქაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42