ის ხელისუფლების თამაშს თამაშობს, სწორედ იქითკენ მიდის გარემოებები, რომ დადგეს ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხი - თამთა მურადაშვილი ნიჟარაძის ადვოკატს პასუხობს
პოლიტიკა - 12:47, 12 May, 2019     1072

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტი ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება. თამთა მურადაშვილის თქმით, აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს არხის გაკოტრება მიმდინარეობს. მისი აზრით, "რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელი ხელისუფლების თამაშს თამაშობს, ხოლო დაგროვილ გადასახადებზე, არხის 9%-იანი წილის მფლობელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგში რომ გაესაჩივრებინა მაშინ, აღარ გაუჩნდებოდა მსგავსი შეკითხვები.

„არსებითად რაც მე მკაფიოდ დავინახე და კარგია რომ ითქვა, არის ის, რომ ნინო ნიჟარაძეს არ გაუსაჩივრებია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგში. ადვოკატი ამბობს, რომ დროებითი ღონისძიება ისედაც შეჩერებული იყო. თუმცა ეს არის დროებითი ღონისძიება და არა არსებითი სარჩელი. არსებითი სარჩელის შედეგი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. მას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

ანუ მან არ განაცხადა პრეტენზია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ის საუბრობდა ასევე გაკოტრებაზე, რომელიც სრულიად გაუგებარია რაზე საუბრობს. გასაგებია, რომ ის თამაშობს ხელისუფლების თამაშს. იმიტომ, რომ სწორედ იქითკენ მიდის გარემოებები, რომ დადგეს ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხი სავარაუდოდ. თუ კი დღეს ჩვენ ვართ ეთერში ეს არის ნიკა გვარამიას დამსახურება და იმის ნაცვლად, რომ მადლიერი იყოს და ეთერში ვიყოთ, ის საუბრობს ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობაზე. როგორც ჩანს, მისთვის ასევე გაუგებარია, რას ვითხოვთ სტრასბურგში გადასახადებთან დაკავშირებით. ეს სწორედ იმის ბრალია, რომ არასდროს დაუსვამს კითხვა, როგორ სულდგმულობდა კომპანია აქამდე და ეთერში როგორ ვიყავით საერთოდ. რადგან არ იცის და არ გაუსაჩივრებია სტრასბურგში ვეტყვით, რომ ყადაღის გამოა კომპანია მძიმე მდგომარეობაში და რომ გაესაჩივრებინა მას სტრასბურგში, მას ეს ეცოდინებოდა. რაც შეეხება კომისიის დასკვნას, გასაგებია რომ კომისია არის მხარე, ის მუდმივად ებრძოდა "რუსთავი 2"-ს და ეს დასკვნა, რომელიც კომისიამ გამოაქვეყნა არის იმისთვის, რომ გაიმართლოს საკუთარი თავი იმ მანკიერი და მახინჯი ნაბიჯების გამო, რომელიც გადადგა კომისიამ და რომლის გამოც სარეკლამო ბაზარი დაინგრა, შესაბამისად ეს ყველა არგუმენტი არის სრულიად უსაფუძვლო. პარტნიორთა კრება შედგება, როგორც მათ მოიწერეს 25 მაისს და ყველა საკითხი განხილული იქნება იქ,“-განაცხადა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42