„რუსთავი 2“-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“-დან წასული თანხებით ფინანსდება ტელეკომპანია „მესამე“, რაზეც პარტნიორებთან შეთანხმება არ მომხდარა.
ადვოკატის თქმით, ეს არის გაუმართლებლად დიდი ხარჯები, რომელიც შეიძლებოდა, რომ საბიუჯეტო ვალდებულების დაფარვას მოხმარებოდა.
ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ ტელეკომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდება, რადგან საბიუჯეტო თანხები შესაძლოა, „რუსთავი 2“ - ის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია „მესამეს“ ბალანსზე მიედინებოდეს.
ამის დასტურად კი ადვოკატმა ნიკა გვარამიას ის კომენტარი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც „დაიხურება რუსთავი 2 და გაიხსნება ახალი არხი - ახალი სახეებით.
ადვოკატმა თქვა, რომ ვიდრე სასამართლოს მიმართავდნენ, ტელეკომპანიას ფინანსური დოკუმენტაციის გადმოცემა სთხოვა, რაზეც პასუხი ვერ მიიღო.
„აქედან გამომდინარე, მივმართეთ სასამართლოს, რომლის საშუალებითაც ვითხოვთ ამ დოკუმენტაციის გადმოცემას. ნინო ნიჟარაძის ინტერესი არ ყოფილა ამ საქმის გასაჯაროება, ნიკა გვარამიასგან განსხვავებით, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ მიზანი „რუსთავი2“-ის დაქცევაა, რაც სინამდვილეში სიახლოვესაც არ არის რეალობასთან“, - თქვა ადვოკატმა და დაამატა, რომ ნინო ნიჟარაძეს კვლავ სურს საკუთარი წილის გაყიდვა, თუმცა ჯერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.
მასალის გამოყენების პირობები






