საქართველოს პარლამენტის აპარატმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 11:46, 12 May, 2019     619

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წევრებთან და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის მიმდებარედ, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

მათ წიწვოვანი სახეობის 50-მდე ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი.

დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა.

საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი ადგილზე გააცნეს, სადაც დარგვის საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა.

გასული წლის შემოდგომაზე ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 144 ჰა ფართობი აღადგინა.

საგაზაფხულო სამუშაოები წელსაც იგივე ტერიტორიაზე გაგრძელდა და 35 ათასამდე წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დაირგო.

„საქართველოს პარლამენტის აპარატი და საქართველოს პარლამენტის მოსამსახურეთა პროფესიული გაერთიანება, დღეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერილ აქციაში მონაწილეობს, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი, სოფელ დაბაში გამწვანებას ეხება. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ ხანძარმა ტყის ძალიან დიდი მასივები მოიცვა და ფაქტიურად მოხდა ეკოლოგიური კატასტროფა. ჩვენ, როგორც პარლამენტის წარმომადგენლებმა და როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ აქციაში მიგვეღო მონაწილეობა და ჩვენი მცირედი წვლილი შეგვეტანა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ.

მან ეროვნულ სატყეო სააგენტოს მადლობა გადაუხადა ამ შესაძლებლობისთვის და მომავალშიც გამწვანების აქციაში საკანონმდებლო ორგანოს აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობისთვის მზაობა გამოხატა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42